ფეხბურთი

19:26 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ ლორიას გაუტანა და “ურალს” ქულა მოაპოვებინა (VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვი” გიორგი ჭანტურიას “ურალს” დაუზავდა - 2:2. სამარაში გამართულ მატჩში ქართველი ფეხბურთელები პირველივე წუთიდან მოედანზე იყვნენ, ლორიამ შეიცვლელად ითამაშა, ჭანტურია კი ბოლო წუთზე შეცვალეს. თუმცა, მანამდე, საქართველოს ნაკრების შემტევი ეკატერინბურგელებს ქულის მომტანი გოლით შეეწია - 73-ე წუთზე ჭანტურია პავლიუჩენკოს გადაცემის მერე ლორიასთან პირისპირ დარჩა და მისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

ამ დროისთვის “ურალი” 10 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, ეკატერინბურგელებს ორი ქულით ჩამორჩება “კრილია”, რომელიც ცხრილში ბოლოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115837