სხვა

18:14 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მამული ევროტურნირისთვის ემზადება

სპორტის სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ხელბურთში, თბილისის მამულისა და ბაქოს აბუს ქალთა გუნდებს შორის, რომელიც სტუმრებმა მოიგეს, 31-18. კვირას, 12 საათზე, მეტოქეები მეორედ ითამაშებენ. ორივე გუნდი ემზადება ევროპული ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალის თამაშებისთვის.

ბაქოს გუნდი 12-13 ნოემბერს ორჯერ მიიღებს ბელგიის ფემინა ვიზეს, ხოლო მამული 19 და 20 ნოემბერს მასპინძლობს ჩეხეთის სოკოლ პორუბას. მამული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბაზაზეა შექმნილი და, თუ არ ჩავთვლით მოთამაშე-მწვრთნელ ინა ჭკუასელს, ხელბურთელთა ასაკი 18 წელს არ აღემატება. გუნდი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციისთვის ემზადება და ევროტურნირზე გამოსვლა ამ შეჯიბრებისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია.

ბაქოს აბუ, რეგულარულად, ზედიზედ მეთხუთმეტე სეზონია, თამაშობს ევროტურნირებზე. კლუბის მწვრთნელი გახლავთ 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რაფიგა შაბანოვა. მატჩის შედეგი მოსალოდნელი იყო - მამული პირველად თამაშობდა ზრდასრული ასაკის, ქალთა გუნდთან, და, მართალია, თავიდან 2-0 დაწინაურდა, ბაქოელებმა ტაიმი 16-9 მოიგეს და შესვენების შემდეგ სხვაობა გაზარდეს.

კვირას, 12 საათზე, სპორტის სასახლეში ამ გუნდების მეორე მატჩია, 18 საათზე კი დაიწყება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი, საქართველო-იტალია, კაცთა ეროვნული ნაკრებებს შორის.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი, სპორტის სასახლე. 5 ნოემბერი

მამული თბილისი - აბუ ბაქო 18-31

მამ: ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი - კუნელაშვილი 6, ყველაშვილი 3, ქიტესაშვილი 2, კუპატაძე 2, ესმანოვიჩი 2, ჩოხელი 1, ლისენკო 1, გადელია 1, ვენეცკი, ჩირგაძე, ჭკუასელი - მწვ. გვაზავა, მარგიანი

აბუ: ნურიევა, მ. მუსაევა, ჰასანოვა - მეტელსკაია 5, გასიმოვა 4, მამედოვა 4, ალიევა 4, იუსიბოვა 4, გორნაკი 3, მ. აბასოვა 3, ორეხოვა 2, ს. აბასოვა 1, კალმიკოვა 1, ს. მუსაევა, შარიფოვა - მწვ.შაბანოვა, ვორონოვი, ჯაფაროვა

მსაჯები: შ. სტურუა, თ. კევლიშვილი

6 ნოემბერს, თამაში დაიწყება 12:00

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165082