ჭადრაკი

13:37 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული დღე პორტუგალიაში

პორტუგალიის ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული საჭადრაკო ტურნირის მონაწილე ქართველი მოჭადრაკეების ანა გავაშელისა (2203) და ქეთი წაწალაშვილისათვის (2246) მეექვსე ტური წარმატებული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს, რომლებიც შესაბამისად უკრაინელ ეგორ ბოგდანოვსა და ინგლისელ ფილიპ ადამსს ხვდებოდნენ.

ექვსი ტურის შემდეგ, გავაშელი 4.0 ქულით მე-14, ხოლო წაწალაშვილი 3.5 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.

მეშვიდე ტურში გავაშელი ანდრეა სტელას (იტალია), ხოლო წაწალაშვილი ჟორჟე კრუზის(პორტუგალია) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112307