ფეხბურთი

14:10 | 5.11.2016 | ნანახია 1460 - ჯერ

ქუთაისის "მართვე" საქართველოს ჩემპიონია

4 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მეათე ტურის მატჩი გაიმართა. თბილისის „35 ს.ს“-მ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-14 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მეტოქის კარი ირინა ხაბურზანიამ აიღო. თბილისელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს, მე-18 წუთზე თავი ანა კირვალიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. 64-ე წუთზე ანი კულდონაშვილმა 35-ე სკოლელები დააწინაურა. ქუთაისელები გაშვებულმა გოლმა არ დააბნია და 4 წუთში ანგარიში გაათანაბრეს. თბილისელები სალომე გასვიანმა დაამწუხრა.

მოგეხსენებათ, რომ ქალთა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული სწორედ ქუთაისურმა კლუბმა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ „მართვეს“ საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. იმერულ კლუბს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ, უეფას აღმასკომის წევრმა და პროგრამა „ჰეთთრიკის“ ხელმძღვანელმა, იანს ჰანსენმა და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორმა, პრისცილა სალაზარ-იანსენსმა გადასცეს.

პაატა დოგრაშვილის გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში 10 მატჩი გამართა, აქედან 7 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლანა გორგაძეა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის დარჩენილ ორ შეხვედრაში ხაშურის „ივერიამ“ ლაგოდეხის „ჰერეთს“ უმასპინძლა და 9:0 დაამარცხა მეტოქე. „ლანჩხუთმა“ კი, საკუთარ მოედანზე „აჭარა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა.

ქსკ 35 ს.ს - ქსკ მართვე 2:2

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ქსკ 35 ს.ს: საბიაშვილი, ჯანიკაშვილი, დიმოპულუ, რაუხი, მინაძე, დანელია, ხარაიშვილი, კულდონაშვილი, ბასილაძე (70’ ბოლქვაძე), ეპიტაშვილი, კირვალიძე

მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია

ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, სტურუა, შახკულიანი, გასვიანი, შონია, ჯანელიძე, გორგაძე, გურგენიძე (62’ ჭაუტიძე), ხაბურზანია, სინატაშვილი, შენგელია

მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

მსაჯები: გ. ვარდიძე, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 17’ გასვიანი (მართვე), 34’ რაუხი, 81’ კირვალიძე (ორივე 35 ს.ს)

გოლები: 0:1 ხაბურზანია (14), 1:1 კირვალიძე (18), 2:1 სინატაშვილი (64), 2:2 გასვიანი (68)


სფფ-ის პრესსამსახური

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:52 | 05.11.2016
ზესტასფანი (135)

თასი მაინც ვერ გაიმეტეს ჩემპიონისთვის სტეკლოს ნატეხი რო მიცეს ხელში

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.093391