ფეხბურთი

0:27 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ "სასუოლოს" ბოლო წუთზე გაუტანა (+VIDEO)

ევროპის ლიგის ჯგუფის მეოთხე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა: საუბარია ვენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიაზე. მან ბოლო წუთზე იტალიურ "სასუოლოს" გაუტანა და შეხვედრა 2:2 დასრულდა, ანუ გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

გიორგი 61-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გოლი კი ასე შეაგდო: თავად მიიღო ბურთი, კარგი პასი გაუკეთა ტრაუსტასონს, რომელმაც დაარტყა, მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ვარდნაში სწორედ ქართველმა იმარჯვა. ფაქტობრივად, მთლიანად მისი დამსახურება იყო ეს გოლი...

ამ ჯგუფში როგორი დაძაბულობაა, თავად განსაჯეთ: "გენკსა" და "ბილბაოს" 6-6 ქულა აქვთ, "რაპიდსა" და "სასუოლოს" - 5-5.

"გაბალა"-"სენტ ეტიენი" 1:2 დასრულდა და აზერბაიჯანულ კლუბს ოთხ ტურში ჯერ ქულაც არ აქვს. ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა მინდორზე, 84-ე წუთზე ჩაერთო. შეგახსენებთ, კვეკვესკირს კარგა ხანს ტრავმა ჰქონდა.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ალვივის "მაკაბიმ" შინ 0:0 ითამაშა ჰოლანდიის "ალკმაართან". შოთას გუნდმა სტუმრად კი სძლია ჰოლანდიელებს, მაგრამ შინ ვეღარ შესძლო იგივეს გამეორება. თუმცა "მაკაბის" 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. პირველზე კი უკვე გავიდა "ზენიტი".

"ზორია"-"ფეიენოორდი" 1:1 დასრულდა. ჯაბა ლიპარტია განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. "ზორიას" ორი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

0.11369