ფეხბურთი

14:25 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გალიანის პერესი “რეალში” ეპატიჟება

“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი, რომელსაც იტალიურ კლუბში ახალი მფლობელის მისვლის გამო უახლოეს პერიოდში თანამდებობის დატოვება მოუწევს, შესაძლო მადრიდის “რეალში” დასაქმდეს.

როგორც Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, 72 წლის იტალიელმა წინადადება მიიღო მისი მეგობრისგან, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან. თავად გალიანის გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, არაა გამორიცხული გალიანიმ საკუთარი კანდიდატურა იტალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116824