ფეხბურთი

10:25 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიაჩესლავ გროზნი: “დინამოს” დღევანდელი კონდიციები არ მაკმაყოფილებს”

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. 60 წლის უკრაინელი სპეციალისტი სხვადასხვა თემას შეეხო.

როგორც მან თქვა, გუნდის სამჯერად ვარჯიშებზე გადაყვანა, ფიზიკური კონდიციების სისუსტითაა განპირობებული. გროზნის განცხადებით, “დინამო” დღეს აგრესიულ ფეხბურთს ვერ თამაშობს და დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა არ შეუძლია.

მოსამზადებელი ეტაპი

“შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი მოსამზადებელი ბაზა გვაქვს, ასევე აკადემია. ბრავო – შემიძლია ვუთხრა პრეზიდენტ რომან ფიფიას. ადამიანი, რომელიც სახსრებს დებს არა თავისთვის, არამედ “დინამოსთვის”, რომელიც მთელი გულით უყვარს. ეს ყველაფერი “დინამოსა” და ქართულ ფეხბურთს მომავალში აუცილებლად გამოადგება. შემიძლია, აღტაცებული სიტყვებით ვისაუბრო”.

ფეხბურთელთა კონდიციები და დატვირთვები

“პრინციპში, თამაშებს ვუყურე და კონდიციები არ მაკმაყოფილებს. მაქსიმუმ მე-60 წუთამდე გუნდი თამაშობს საშუალო ტემპში. არ მინდა, ვაწყენინო ჩემს კოლეგებსა და ფეხბურთელებს, თუმცა, ამ თემაზე პრეზიდენტთან და ფეხბურთელებთან მქონდა საუბარი. დღევანდელი კონდიციები არ გვაძლევს აგრესიულად თამაშის საშუალებას. ბურთის სწრაფად მიტანა ერთი სათამაშო ფაზიდან მეორემდე ჭირს და მე ეს არ მაკმაყოფილებს. ამჟამად გუნდი სამჯერად ვარჯიშებზეა გადასული, სატრენაჟო დარბაზის ჩათვლით, ასევე თეორია. ასეთი რეჟიმით ფაქტობრივად, შეკრებაზე ვარჯიშობდნენ, მაგრამ ახლა დრო ცოტა გვაქვს. უახლოეს ორ თვეში უნდა გავიცნო ახლოს ფეხბურთელთა შესაძლებლობები. თუმცა, შემიძლია ვთქვა, ბიჭები საქმეს სერიოზულად მიუდგნენ და გაგებით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას.

ის, რაც დაინახა

იცით, მე დავინახე ფეხბურთელებში სურვილი, რომ ითამაშონ სხვა, გაუმჯობესებული ფეხბურთი სერიოზული მუშაობის შემთხვევაში. მათ შეუძლიათ კახა კალაძისა და სხვა წარმატებული ქართველი ფეხბურთელების გზის გავლა – ტოპ კლუბებში თამაში. მათ აქვთ ამის შანსი, რა თქმა უნდა, სერიოზული მუშაობის შემთხვევაში. მთავარია ეს მათ უნდოდეთ. მე ვთხოვე ჩემი გუნდის გამოცდილ ფეხბურთელებს, რომ გვერდში დაუდგნენ და მიეხმარონ ახალგაზრდებს. ჩვენთან ბევრი ახალგაზარდა ნიჭიერი მოთამაშეა, მომავალში შანსი აკადემიის წევრებსაც მიეცემათ. აქაური კარი მათთვის ღიაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აკადემიაში მუშაობის ხარისხი იყოს მაღალი.

ქართული დერბი საქართველოს თასზე

ორსაათიანი შეხვედრა მქონდა “დინამოს” ფანმოძრაობასთან – ისინი გვეწვივნენ ბაზაზე. საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი საუბარი გამოგვივიდა. ასევე ვისაუბრეთ მოახლოებულ დერბიზე. ისინი საკმაო პატივისცემით ეკიდებიან ყველა მეტოქეს. ასევე აღნიშნეს, რომ ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩი ქართული დერბია და ჩვენთვის სერიოზული მეტოქეა – დერბია, დერბია და მესმის, რომ რთული შეხვედრა იქნება. სამწუხაროა, რომ ცოტა გულშემატკივარი დადის სტადიონზე. დიდი სურვილი მაქვს, ხალხი მოვიდეს და “დინამოს” უგულშემატკივრონ. ეს, ახლა გუნდს ძალიან სჭირდება. დარწმუნებული ვარ, როგორც ყველა სხვა დერბი, აქაც უკომპრომისო ბრძოლა იქნება. “ტორპედოსა” და საერთოდ, ყველა ქართული გუნდის პატივისცემის მიუხედავად, ვისურვებდი, რომ წარმატება ჩვენს მხარეს იყოს – ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვება და საქართველოს თასის მოგებაც”.

ტორპედო   0 - 1    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   1 - 1    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   4 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 0    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 1    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ზუგდიდი   0 - 5    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.291376