ფეხბურთი

0:14 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კონტეს გაუბრაზდა: "ეს ჩვენთვის დამამცირებელია" (+VIDEO)

ჟოზე მოურინიოსა და ანტონიოს კონტეს დაპირისპირებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის დასრულებისთანავე, მარცხით გაბრაზებულმა პორტუგალიელმა კონტეს ყურში ჩასჩურჩულა:

„ასე აღნიშნავენ როცა ანგარიშია 1:0 და არა 4:0 - ეს ჩვენთვის დამამცირებელია“, - უთხრა მოურინიომ კონტეს. თავის მხრივ, იტალიელმა „განსკუთრებულს“ პასუხი თამაშის შემდგომ გასცა:

„ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მოედანზე. ჩემი საქციელით არავის დამცირება არ მიფიქრია, რადგან ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედსაც“, - აღნიშნა კონტემ.

უშუალოდ, მატჩი „ჩელსიმ“ 4:0 მოიგო, ხოლო მოურინიოს ბრაზი იმან გამოიწვია, რომ ანტონიო კონტემ ყველა (მათ შორის, მეოთხე) გოლი ემოციურად აღნიშნა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109502