ფეხბურთი

19:56 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" "ცხინვალს" უგოლოდ გაეყარა

დასრულდა უმაღლესი ლიგის ტურის ბოლო მატჩიც. თბილისის "დინამომ" შინ, "დინამო არენაზე" "ცხინვალთან" 0:0 ითამაშა და უკვე ძალიან გაუჭირდება ჯგუფში პირველი ადგილზე გასვლა. დინამოელები 6 ქულით ჩამორჩნენ ლიდერ საჩხერის "ჩიხურას". აი, "ცხინვალს" კი ქება ეკუთვნის: საჭირო ქულა მოიპოვა კახა კაჭარავას გუნდმა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

დინამო-ცხინვალი 0:0

დინამო: რევიშვილი, ველევი (მიქელთაძე 76), ჭელიძე, ამისულაშვილი, ლობჟანიძე, თევზაძე (ჭანტურიშვილი 60), პარუნაშვილი (ზარია 64), ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი (თომაშვილი 87), ბაჩიაშვილი, სულთანიშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, კახელიშვილი (შინდაგორიძე 66), მახარობლიძე, დვალი (მაქაცარია 90)

გაფრთხილება: მახარობლიძე (48)

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი (თბილისი)- ჩიხურა (საჩხერე) 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 გორგიაშვილი (28), 0:2 განუგრავა (66), 1:2 ვაწაძე (76), 1:3, 1:4 საბა ლობჟანიძე (84, 86 პენ)

დინამო-ცხინვალი 0:0

წითელი ჯგუფი

სამტრედია - საბურთალო (თბილისი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯიქია (14), 2:0 არაბული (60), 3:0 ზივზივაძე (76)

კოლხეთი (ფოთი) - სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კორობკა (69)

გაძევება: კორობკა (88)

თეთრი ჯგუფი

  1. ჩიხურა 9 6 2 1 19:9 20
  2. დინამო 9 3 5 1 11:5 14
  3. ლოკომოტივი 8 3 2 3 8:12 11
  4. შუქურა 9 2 4 3 9:11 10
  5. ტორპედო 8 2 3 3 8:8 9
  6. ცხინვალი 8 2 2 4 10:13 8
  7. გურია 9 2 2 5 7:14 8

წითელი ჯგუფი

  1. სამტრედია 9 6 3 0 19:6 21
  2. კოლხეთი 9 6 0 3 8:8 18
  3. დინამო ბთ 9 3 5 1 12:4 14
  4. დილა 8 3 1 4 10:10 10
  5. საბურთალო 8 2 3 3 7:10 9
  6. ზუგდიდი 8 2 0 6 4:14 6
  7. სიონი 9 1 2 6 8:16 5

ბომბარდირები:

8 - საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), 7 - ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), ჯაბა დვალი (ცხინვალი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.31974