ფეხბურთი

15:00 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “ზიდანის ყიდვა ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მიაჩნია, რომ მისი საუკეთესო შენაძენი “სამეფო კლუბის” ისტორიაში ზინდედინ ზიდანია. ეს, მიუხედავად იმისა, რომ პერესმა მადრიდულ გრანდში არაერთი ვარსკვლავი მიიყვანა.

“ზინედინ ზიდანი “რეალის” ლეგენდაა – ჯერ, როგორც ფეხბურთელი იყო გამორჩეული, მერე როგორც მწვრთნელი და ახლა, როგორც მთავარი მწვრთნელი. 2001 წელს მისი შეძენა იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება “რეალში”, - ციტირებს “ტუტოსპორტი” პერესის სიტყვებს.

ზინედინ ზიდანი “რეალმა” 2001 წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” 72 მილიონ ევროდ შეიძინა და აღნიშნული თანხა სარეკორდოც იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. საერთოდ, იმ პერიოდში პერესი ყოველ ზაფხულს მინიმუმ ერთ ვარსკვლავს ყიდულობდა – თუნდაც, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო, დევიდ ბექჰემი კლუბმა 2000-2003 წლებში დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110165