ფეხბურთი

12:10 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერია A – “მილანი” და “იუვე”, როგორც ადრე...

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურს კალჩოს მოყვარულნი სულმოუთქმელად ელოდებიან. მიზეზი კი, მარტივია – “მილანი” – “იუვენტუსის” დაპირისპირება. ბოლო დროს ამ გუნდთა პაექრობა გაფერმკრთალებული იყო, მაგრამ ახლა განგებამ ისე ინება, რომ პირველ-მეორე ადგილებზე მყოფნი ხვდებიან მატჩს. ასეთი სტატუსით კი, აღნიშნული დაპირისპირება ბოლოს 2012 წლის თებერვალში გაიმართა. მას შემდგომ “როსონერი” “იუვესთან” თამაშს ასეთ მაღალ საფეხბურზე არ შეხვედრია.

ვინჩენცო მონტელას “მილანი” მართლაც მოვიდა ფერზე ბოლო ტურებში და ლომბარდიის დედაქალაქში იმედი გაჩნდა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს – სწორედ ესაა მიმდინარე სეზონში შავ-წითელთა მთავარი მიზანი. თუ უფრო მეტი იქნება, ხომ უკეთესი. “იუვენტუსი” კი მეტოქეს ხუთი ქულით უსწრებს და საეჭვოა დიდი სურვილი ჰქონდეს ქულათა სხვაობის შემცირების. ისე, “ბებერი ქალბატონი” “სან სიროზე” ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით ჩადის. ჯორჯო კიელინი და მარკო პიაცა განაცხადშიც არ იქნებიან. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდნენ კლაუდიო მარკიზიო, დანიელე რუგანი და მარიო მანჯუკიჩი, თუმცა საეჭვოა, რომელიმე ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. “მილანის” სასტარტოში ბრუნდება კარლოს ბაკა, ვინც ბოლო ტურში, “კიევოსთან” თადარიგში გახლდათ და ბოლო წუთები ითამაშა. სხვათა შორის, იტალიური მედია შეხვედრას ორად ჰყოფს: ჯანლუიჯი დონარუმასა და ჯანლუიჯი ბუფონის, კარლოს ბაკასა და გონსალო იგუაინის დაპირისპირებებად – ვნახოთ, ვისი აჯობებს. აღსანიშნავია, რომმ კოლუმბიელს ჩინებული სტატისტიკა აქვს წელს: ბურთთან მისი ყოველი 25 შეხება გოლით სრულდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მთელს სერია ა-ში. უკანასკნელად “მილანმა” პრინციპულ მეტოქეს იტალიის ჩემპიონატში 2012 წლის 25 ნოემბერს მოუგო ბრაზილიელი რობინიოს ზუსტი პენალტით. შარშან კი, მათი გზები სამჯერ გადაიკვეთა და სამჯერვე ტურინელებმა იმარჯვეს, მათ შორის იტალიის თასის ფინალშიც (დამატებით დროში).

ამავე ტურში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩია და რომ არა, “მილანი” – “იუვე”, ალბათ ცენტრალურიც იქნებოდა: გენუური დერბი: “სამპდორია” – “ჯენოა”. თუ როგორ მტრობენ ზრვისპირელები ერთმანეთს ცნობილი ამბავია, მერე რა, რომ ახლა არცერთ გუნდს კარგი პერიოდი არ უდგას. პრინციპში “ჯენოა”, რომელიც დღეს ნომინალური სტუმარი იქნება, უკეთეს ვითარებაშია და განვლილ ტურებში ერთადერთხელ წააგო. აი, “სამპდორიას” საქმე უფრო მძიმედაა და იმასაც ამბობენ აპენინზე, რომ მარკო ჯამპაოლოს ბოლო შანსია: თუ ვერ მოიგებს, უმუშევარი დარჩება.

ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი “რომა” ტურის დასკვნით მატჩში აუტსაიდერ “პალერმოს” უმასპინძლებს, რომელიც ალბათ გავარდნის რეალური კანდიდატია. “ჯალოროსი” შიდა ჩემპიონატში სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ევროპა ლიგაზე უჭირს. ვენის “აუსტრიასთან” ლუჩანო სპალეტის გუნდმა ორბურთიანი ჰანდიკაპი ორ წუთში გაფლანგა და კრიტიკაც შეხვდათ დედაქალაქელებს.

ზედიზედ სამი მატჩი წააგო “ნაპოლიმ” (ერთი ჩემპიონთა ლიგაზე) და პოზიციები დათმო. მაურიციო სარის მისამართით უამრავმა ფრაზამ გაიჟღერა უარყოფით კონტექსტში. უკეთესი დღე არც ვეტერან ესპანელ კიპერ პეპე რეინას დასდგომია, ვინც ყველაფერს უშვებს, რასაც მისი კარის მიმართულებით გზავნიან. Yველაზე მეტად კი, ლორენცო ინსინიე დაიჩაგრა: ნეაპოლემა შემტევმა “ბეშიქთაშთან” პენალტი ვერ გაიტანა და ტიფოზებისგან სტვენა დაიმსახურა. ლორენცომ კი, მოედანი ატირებულმა დატოვა. როგორც იტალიური მედია წერს, იგი გუნდს მალე დატოვებს, ხოლო “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” თურმე უკვე გამზადებული ჰქონიათ 50 მილიონი...

“ნაპოლიზე” უკეთეს დღეში არაფრითაა მილანის “ინტერი” – მეტიც, უარესშია. წინა ტურში მაურო იკარდის მისამართით მომხდარ ამბებზე გეცოდინებათ და “ინტერმა” გადაწყვეტილება მიიღო: არგენტინელს ნდობა გამოუცხადა და კაპიტნად დატოვა. ამასობაში, ფრანკ დე ბურის გუნდმა ხასიათი ოდნავ ევროპა ლიგაზე ინგლისურ “საუთჰემპტონთან” მოგებით გამოიკეთა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებას – “წმინდანები” “ჯუზეპე მეაცაზე” მოედნის ბატონ-პატრონები იყვნენ და უბრალოდ არ გაუმართლათ, თან ძალიან. “ინტერნაციონალე” კვირას ბერგამოში “ატალანტას” ეთამაშება და ლომბარდიულ დერბიში გარანტირებული არც არაფერი ექნება.

ამ ტურში კიდევ ერთი მატჩი იწვევს ინტერესს: “ტორინო” – “ლაციო”. დედაქალაქელთა ამბიციებზე ცნობილია და არცთუ ისე ცუდად თამაშობენ, აი “ტორინო” კი მეოთხე ადგილზეა და 17 გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგიანობით “ხარებს” 1949 წლის მერე არ უთამაშიათ...

“სამპდორია” – “ჯენოა”

გენუა, “მარასი”

22 ოქტომბერი, 20:00 საათი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, ლინეტი; ალვარესი; მურიელი, კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი; ედენილსონი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, სიმეონე, პანდევი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“მილანი” – “იუვენტუსი”

მილანი, “სან სირო”

22 ოქტომბერი, 22:45 საათი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო, კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო, ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბენატია, ბონუჩი, ბარძალი; დანი ალვეში, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“უდინეზე” – “პესკარა”

უდინე, “დაჩია სტედიუმი”

23 ოქტომბერი, 15:30 საათი

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი, იანკტო; დე პაული, ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ძამპანო, კამპანიარო, ფორნასიერი, ბირაგი; კრისტანტე, ბრუგმანი, მემუშაი; ბენალი, აკვილანი; კაპრარი

მწვრთნელი: მასიმო ოდო

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “ინტერი”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

23 ოქტომბერი, 18:00 საათი

“ატალანტა” (3-5-2): ბერიშა; მაზიელო, ტოლოი, კოლდარა; კონტი, კურტიჩი, ფროილერი, კესიე, დრამე; პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ანსალდი, მირანდა, მურილო, სანტონი; ჟოაო მარიო, მედელი; კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

მსაჯი: დანიელე დოვერი

“კალიარი” – “ფიორენტინა”

კალიარი, “სანტ ელია”

23 ოქტომბერი, 18:00 საათი

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; პისაჩანე, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, მურუ; ისლა, ტაკჩიდისი, პადოინი; დი ჯენარო; მელკიორი, საუ

მწვრთნელი: მარკო რასტელი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ბადელი, მილიკი; ილიჩიჩი, ბორხა ვალერო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: კარმინე რუსო

“კროტონე” – “ნაპოლი”

პესკარა, “სტადიო ადრიატიკო”

23 ოქტომბერი, 18:00 საათი

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, კლეიტონი, ფერარი, მარტელა, როდენი; კრისეტიჯი, კაპეცი; ტონევი, ფალჩინელი, პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: პიერო მაცოლენი

“ემპოლი” – “კიევო”

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

23 ოქტომბერი, 18:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; ტელო, მაური, ბუჩელი; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ტორინო” – “ლაციო”

ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”

23 ოქტომბერი, 18:00 საათი

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, უოლასი, ჰუდტი; პატრიკი; პაროლო, კატალდი, ლულიჩი; ანდერსონი, იმმობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ბოლონია” – “სასუოლო”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

23 ოქტომბერი, 21:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ტოროსიდისი, ჰელანდერი, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, ნადი, დზემაილი; ვერდი, ფლოკარი, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, დანკანი; პოლიტანო, დეფრელი, რიჩი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“რომა” – “პალერმო”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

23 ოქტომბერი, 23:45 საათი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, ჟუან ჟესუსი; დე როსი, სტროტმანი; სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი; ჩიონეკი, გოლდანიგა, რაიკოვიჩი; რისპოლი, გაცი, ენრიკე, ალეესამი; დიამანტი, ჰილიერმაკი; ქუაისონი

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126881