ფეხბურთი

0:13 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის მაგიური საღამო - ჰეთ-თრიქი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში დავით სხირტლაძემ გაიბრწყინა. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა “ვიბორგისა” და “სილკებორგის” მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა VIDEO, რომლის წყალობითაც მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტს გასვლაზე მოუგო – 3:1.

სხირტლაძემ მეტოქის კარის დალაშქვრა მე-3, 28-ე და 55-ე წუთებზე შესძლო. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.

დავით სხირტლაძეს წლეულს სუპერლიგაში 14 თამაშში 7 გოლი დაუგროვდა (დუბლები “ჰორსენსთან” და “ოლბორგთან”, ჰეთ-თრიქი “ვიბორგთან”). ბომბარდირთა დავაში ქართველი მარკუს ინგვარტსენთან და კამილ ვილცჟეკთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერი ფინელი ფორვარდი ტეემუ პუკია 9 გატანილი გოლით.

“სილკებორგმა” ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზე აინაცვლა.

0.133371