ფეხბურთი

0:35 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიეტო: “თუ “ატლეტიკო” გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ”

“სევილიას” თავდამსხმელმა ლუსიანო ვიეტომ ლა ლიგის მოახლოებული ტურის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ანდალუსიური კლუბი კვირას საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, სადაც არგენტინელი ფორვარდი გასულ სეზონში თამაშობდა და ახლაც მადრიდული კლუბის საკუთრებაა.

22 წლის ფორვარდის თქმით, თუ “ატლეტიკოს” კარში გოლის გატანას მოახერხებს, არ აღნიშნავს.

“იმ შემთხვევაში, თუ კვირას გოლის გატანას მოვახერხებ, არ აღვნიშნავ. ეს იქნება ძალიან რთული მატჩი, რადგან “ატლეტიკო” არის დიდი გუნდი. ჩვენ თუ 3 ქულის მოპოვება გვსურს, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დონის მეტოქესთან თამაში, საკუთარი შესაძლებლობების შემოწმების მშვენიერი საშუალებაა.

აქაურობას ჯერ კიდევ ვერგები. მსურს, რომ მწვრთნელს ჩემი მაქსიმუმი ვუჩვენო, თუმცა ამისთვის მოთმინებაა საჭირო.” – განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ვიეტომ მიმდინარე ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108523