ფეხბურთი

19:55 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაცი, რომელიც მითებს ამსხვრევს – ტოტის ბრწყინავალე საგოლე გადაცემები 40 წლის ასაკში (+VIDEO)

35 წლის თუ ხარ და თან ფეხბურთელი, ამბობენ საპენსიო ასაკი გაქვსო, მაგრამ ფრანჩესკო ტოტი ამ მითს აშკარად ამსხვრევს. 40 წლის ლეგენდარული მოთამაშე ბრწყინვალედ გამოიყურება – შესაძლოა, ჩესკო “რომაში” სისტემატურად ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, მაგრამ როდესაც მოედანზეა, კვალს ყოველთვის ტოვებს.

ვენის “აუსტრიასთან” (3:3) “ჯალორისიმ” მოახერხა და შეხვედრის ბოლო 8 წუთში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, მაგრამ ამაში ტოტის დანაშაული ყველაზე ნაკლებადაა. ტოტისთვის აღნიშნული თამაში საიუბილეო გახლდათ, რადგან ევროსარბიელზე მეასე მატჩს ატარებდა და გუნდმა გამარჯვებით ვერ მიულოცა, ვერც გოლი გაიტანა, თუმცა ისეთი მოხდენილი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბარე-ორ გოლს რომ უდრიდა...

სხვათა შორის, ტოტის მიმდინარე ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 2 მატჩში 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და ამ მაჩვენებლით მთელ ტურნირზე საუკეთესოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109907