ფეხბურთი

17:42 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და “რეალი” კონტრაქტის ვადაზე ვერ თანხმდებიან

მადრიდის “რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ახალი კონტრაქტის თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია, თუმცა მის ოფიციალურად გაფორმებას, ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე მხარეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა აფერხებს.

პორტუგალიელ ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება “სამეფო კლუბში” სურს და ამიტომაც 5-წლიან კონტრაქტს ითხოვს. თუმცა, როგორც Mirror-ი იტყობინება, “რეალის” ხელმძღვანელობა და პირადად ფლორენტინო პერესი კრიშტიანუს წინადადებაზე უარს ამბობენ და 31 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებას ყველაზე მეტი 4 წლით გეგმავენ. ამჟამად მოლაპარაკება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, ხოლო ფინანსური მხარე გარკვეულია და კრიშტიანუ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ბონუსების გარეშე, წლიურად 23 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111866