ფეხბურთი

12:18 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება

19 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე რვა გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ რვიდან ორი გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელია. გულშემატკივრებს ოთხივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. „მერანი“ – „კოლხეთი 1913“-ისა და „ჩიხურა“ – „სამტრედიას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ, ვანის „სულორი“ - ქუთაისის „ტორპედოს“ ტელეკომპანია „რიონი“, თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.

მარტვილის „მერანი“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. მეოთხედფინალამდე მიმავალ გზაზე მარტვილელებმა ბათუმის „დინამო“ და გორის„დილა“ გამოთიშეს ასპარეზობიდან. ისინი „დინამოს“ თასის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გორელებს კი,მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და პენალტების სერიით მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური. ფოთელთა მეტოქე თასის პირველ ეტაპზე„ჭიათურა“ გახლდათ. მატჩი მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, გელა სანაიას გუნდი სტუმრადბოლნისის „სიონს“ გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა მეტოქე.

მეოთხედფინალის კიდევ ერთი პირველლიგელი მონაწილე, ვანის „სულორი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.ვანელებმა მეოთხედფინალამდე ყველაზე გრძელი გზა განვლეს. ისინი საქართველოს თასის გათამაშებაში შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთნენ,სადაც მათი მეტოქე „რუსთავი“ იყო. მატჩი იმერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე „სულორი“ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდადა მეტოქე ანალოგიური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მერვედფინალში კი, ვანელებმა საკუთარ მოედანზე „გურიას“ უმასპინძლეს და უხვგოლიანშეხვედრაში 3:1 დაამარცხეს მეტოქე. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი განვლეს. პირველ ეტაპზე „ტორპედო“სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა. მერვედფინალში კი, დრამატულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა ზუგდიდის „ოდიში 1919“და ასე მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფები ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ივანწმინდაში. ცენტრალურ სტადიონზესაჩხერის „ჩიხურა“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაშიმერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. საჩხერლები ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. სამტრედიელები კი,ხარაგაულს ესტუმრნენ და ადგილობრივი „ჩხერიმელა“ 3:0 დაამარცხეს.

თასის მფლობელი თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ მიიღებს. დინამოელები „ჩიხურასა“ და „სამტრედიის“ მსგავსადგათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვნენ, სადაც მათი მეტოქე „ბორჯომი“ გახლდათ. ივანწმინდაში გამართული მატჩი „დინამოს“გამარჯვებით 3:0 დასრულდა. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი დაძლიეს. პირველ ეტაპზე მათი მეტოქე „ვიტ-ჯორჯია“ იყო, „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა ლოკომოტიველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, ჟერარდსარაგოსას გუნდი, სტუმრად „ლიახვს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა მეტოქე.

ჩიხურა - სამტრედია

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, დ. სანოძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი


მერანი - კოლხეთი 1913

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. კურტანიძე, ფ. ჭაავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი 1913)


სულორი - ტორპედო

ვანი, „გრიგოლ ნიკოლეიშვილი“, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.rionitv.com

მსაჯები: ჯ. ხორავა, ა. კოკაია, დ. ახვლედიანი, გ. ვარდიძე


დინამო თბ - ლოკომოტივი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. ხერხაძე, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

სფფ-ის პრესსამსახური

0.1194