სხვა

17:40 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

23 ოქტომბერს თბილისიმარათონი 2016 გაიმართება

23 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება თბილისიმარათონი 2016, რომელიც სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან დილის 10:00 საათიდან აიღებს!

შეგახსენებთ, თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით,დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმართება.

მარათონთან დაკაშირებით, 18 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ოფიციალური პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც მედიის წარმომადენლებს ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისიმარათონის სპორტული დირექტორი მაია აზარაშვილი, ასევე პროექტის წარმომადგენლები პიტერ გოთვალდი და ნიკა ჯინჯიხაძე შეხვდნენ.

ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. თბილისიმარათონის მასშტაბი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი, კომპანია თუ დიპლომატიური კორპუსი მონაწილებს.

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება!

წელსაც, თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

  • ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
  • 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 10 ლარი;
  • ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 12-15 წლამდე - 1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.

ინდივიდუალური რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს ვებგვერდზე www.tbilisimarathon.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158996