ფეხბურთი

12:25 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი 2-3 კვირაში დაბრუნდება

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მომავალ უახლოეს მატჩებში გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება. როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, ფრანგს კუნთების პრობლემები აქვს და ორი ან სამი კვირის შემდეგ შეძლებს თამაშს.

ტრავმის გამო ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერთა" რიგებში ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში რიბერიმ 9 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113033