ფეხბურთი

18:33 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ექს-ჩემპიონმა მოქმედი გაანადგურა (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის გახსნით შეხვედრაში “სტემფორდ ბრიჯზე” ერთმანეთს ექს და მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდნენ. დღევანდელ მატჩში ბევრად უკეთ 2014/2015 წლების სეზონის გამარჯვებულმა იასპარეზა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

“ჩელსიმ” თავიდანვე ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და პირველი ნახევარი დიეგო კოშტასა და ედენ აზარის გოლებით მოიგო, ხოლო მატჩის მიწურულს ვიქტორ მოზესმა ტაბლოზე გამანადგურებელი სხვაობა ასახა – 3:0.

ლონდონელებმა 16 ქულით მე-5 ადგილზე გადანაცვლეს, ხოლო “ლესტერი” 8 ქულით მე-13 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ “მელიებმა” მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ წააგეს, ხოლო გასულ სეზონში 38 ტურში მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდნენ.

ჩელსი – ლესტერი 3:0 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ლუისი, კანტე, მატიჩი, მოზესი (აინა 82), ალონსო, პედრო (ჩალობა 68), აზარი (ლოფტუს-ჩიკი 82), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, ლ.ერნანდესი, ამარტი, დრინკვოთერი, შლუპი (მაჰრეზი 67), ოლბრაიტონი (კინგი 74), მუსა (სლიმანი 67), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 კოშტა (7), 2:0 აზარი (33), 3:0 მოზესი (80)
გაფრთხილებები: აზპილიკუეტა - ჰუტი
მსაჯი:
ანდრე მარინერი

ლივერპული   3 - 0    მიდლსბრო

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 0    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

უოტფორდი   0 - 5    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

არსენალი   3 - 1    ევერტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ლესტერი   1 - 1    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   0 - 1    სტოკი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   2 - 1    ვესტ ბრომვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   5 - 1    სანდერლენდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰალი   1 - 7    ტოტენჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარნლი   1 - 2    ვესტ ჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.22786