ფეხბურთი

23:22 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი: "გრიზმანი დიდი ფეხბურთელი არაა"

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი თანამემამულე ანტუან გრიზმანს აკრიტიკებს. როგორც მან გერმანულ გამოცემა “ბილდს” უთხრა, გრიზმანის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და იგი სულაც არაა დიდი ფეხბურთელი. სამაგიეროდ, რიბერი ფიქრობ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია და გერმანულ გამოცემასთან ამის დასაბუტებასაც შეეცადა.

“დიდი ფეხბურთელი არაა, რადგან მუდმივად მაღალ დონეზე ვერ თამაშობს – რა თქმა უნდა, შარშან “ატლეტიკოში” კარგად თამაშობდა, მაგრამ დიდმა მოთამაშემ ასე წლების განმავლობაში უნდა გააგრძელოს – 10, 12 ან 15 წლის განმავლობაში. თუ ასე იქნება, მე პირველი ვიქნები, ვინც მას კომპლიმენტს ეტყვის.

მე? – მართალია ტრავმის გამო 9 თვე გამიცდა, მაგრამ უმაღლეს დონეზე ბოლო 10 წელია ვთამაშობ”, - თქვა რიბერიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110305