არგენტინელი მოდელი ლუსიანა სალასარი ის ქალი არაა, წარსულზე თვალების ფახულით რომ ისაუბროს, რადგან მას ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მარტო იმდენი ფეხბურთელი სატრფო ჰყავდა, რომ მათი ჩამოთვლა გაგვიყვანდა მდინარე ჩაილურის გაღმა მხარეს.
ლუსიანას გული ამჯერად თავისუფალია და თვალებს ისე აცეცებს, როგორც მისი კატეგორიის მაძიებელ ასულებს შეეფერებათ. არგენტინაში ამბობენ, ლუსიანას უკვე ყავს მომავალი გულისსწორი შეგულებული და სულ მალე მისი საძინებლის საწოლზე დიდი ჭრაჭუნისა და ოხვრის ხმა გაისმებაო.
ერთი პრობლემა ისაა, რომ ლუსიანა სალასარის ქარაშოტივით ხასიათი უკვე ბევრმა გაიგო და შეისწავლა და ამ ქალთან თანამყოფელმა მამაკაცებმა უკვე თავიდანვე იციან, რომ ადრე თუ გვიან ლუსიანას უნდა განშორდნენ. ასეთი წინასწარგანწყობა კი ნამდვილად არაა სასურველი.







