ფეხბურთი

18:21 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს ალბა გამოაკლდა

“ბარსელონას” მცველმა ხორდი ალბამ ესპანეთის ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და კლუბში დაბრუნდა. ამის მიზეზი ტრავმა გახდა, რომელიც ფეხბურთელმა იტალიასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში (1:1) მიიღო. ალბას მუხლი აწუხებს, რის გამოც მინიმუმ ერთი კვირა დასვენება მოუწევს. ესპანეთის ფეხბურთის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დაშავებულ მოთამაშეს ლონდონის “არსენალის” მცველი ნაჩო მონრეალი შეცვლის.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის შესარჩევი მორიგი მატჩისთვის ემზადება. ხულიენ ლოპეტეგის გუნდი 9 ოქტომბერს, სტუმრად, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112763