ფეხბურთი

14:48 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

G ჯგუფი: ალბანეთი უფრო წინ, ვიდრე ესპანეთი და იტალია (+VIDEO)

G ჯგუფში ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები გამოდიან, მაგრამ ორი ტურის მერე, ერთპიროვნული ლიდერი ალბანეთის ნაკრებია. ეს, ალბათ დიდწილად კალენდრის ბრალია, რადგან ჯანი დე ბიაზის გუნდს პირველი ორი მატჩის გამართვა ჯგუფის ყველზე სუსტ ნაკრებებთან მოუწია.

გუშინ ალბანელებმა გასვლაზე ლიხტენშტეინს აჯობეს ადვილად – პეტერ იელეს ავტოგლითა და ბეკირ ბალაის ზუსტი დარტყმით.

ისრაელის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა, სკოპიეში მაკედონიას 2:1. ღაც შეეხება ჯგუფის და მთლიანად ტურის ცენტრალურ მატჩს: ტურინში, იტალიამ და ესპანეთმა ქულები გაიყვეს.

მთელი იტალია ჯამპიერო ვენტურას აკრიტიკებს და საფუძვლიანადაც. სამი თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე “აძურამ” პირინელებს შანსი არ დაუტოვა ისე მოუგო, თუმცა ამჯერად, საკუთარ მოედანზე მარცხს ბეწვზე გადაურჩა. ესპანეთი 55-ე წუთზე ვიტოლომ დააწინაურა. გოლის ეპიზოდში უხეშად შეცდა ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც კარიდან დაუფიქრებლად გამოვიდა, ბურთს ფეხი ააცილა და “სევილიას” შემტევმა ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. იტალიამ გათანაბრება 82-ე წუთზე დანიელე დე როსის პენალტით მოეხერხა.

სხვათა შორის, პირველ ტაიმში იტალიის ნაკრებს არათუ კარში, ანაც კარისკენ დაურტყამს, არამედ ამის მცდელობაც კი არ ჰქონია და ბურთის ფლობა მხოლოდ 28% ჰქონდა. სწორედ ამიტომ აკრიტკიბენ ვენტურას. და საერთოდ, “სკუადრა აძურამ” აღნიშნულ მატჩში ბურთი კარის ჩარჩოში ერთადერთხე მოათავსა, ისიც პენალტით და ისიც გოლით გაიტანა.

იტალია – ესპანეთი 1:1 (0:0) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ვიტოლო (55), 1:1 დე როსი (82, პენ)

ლიხტენშტეინი – ალბანეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 იელე (11, ა.გ), 0:2 ბალაი (71)

მაკედონია – ისრაელი 1:2 (0:2) მიმოხილვა

გოლები: 0:1 ჰემედი (25), 0:2 ბენ ჰაიმი (43), 1:2 ნესტოროვსკი (63)

1. ალბანეთი 2 2 0 0 4:1 6
2. ესპანეთი 2 1 1 0 9:1 4
3. იტალია 2 1 1 0 4:2 4
4. ისრაელი 2 1 0 1 3:4 3
5. მაკედონია 2 0 0 2 2:4 0
6. ლიხტენშტეინი 2 0 0 2 0:10 0

მომდევნო ტური – 9 ოქტომბერი

ისრაელი – ლიხტენშტეინი

ალბანეთი – ესპანეთი

მაკედონია - იტალია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205309