ფეხბურთი

16:05 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრებს სტერლინგი დააკლდა

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ ერთ-ერთი ლიდერი რაჰიმ სტერლინგი ტრავმის გამო გამოაკლდა. არადა, “მანჩესტერ სიტის” შემტევი დიდებულ სეზონს ატარებს და ჩინებულ ფორმაში იყო. შესაბამისად, იგი “ლომებისთვის” სერიოზული დანაკლისია.

ალბიონელთა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა სტერლინგის ნაცვლად შეკრებაზე “კრისტალ პალასის” ნახევარმცველ ენდროს თაუსენდს დაუძახა.

ინგლისის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკის მატჩს 8 ოქტომბერს, მალტის ნაკრებთან გამართავს.

0.115571