ფეხბურთი

11:50 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიაში ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გუშინ “მალაჰაიდ იუნაიტედის” მოედანზე ივარჯიშა, თუმცა არასრული შემადგენლობით. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ნაკრებს დღის ბოლოს შეუერთდნენ და შესაბამისად არ უვარჯიშიათ, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი მაკარიძე და ლევან მჭედლიძე.

სხვა მხრივ, “ჯვაროსანთა” ბანაკში ყველაფერი რიგზეა და ნაკრებში მიწვეული ყველა ფეხბურთელიც ამ დროისთვის ჯანმრთელადაა.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, დუბლინში, “ავივა სთედიუმზე” გაიმართება – შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო მასალა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133506