ფეხბურთი

20:08 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მე ზლატანი ვარ და თქვენ ვინ ჯანდაბები ხართ?!” - იუბილარი იბრას ცნობილი გამონათქვამები

ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით საფეხბურთო სამყაროსა და მთლიანად კაცობრიობას გენიოსი მოევლინა ზუსტად 35 წლის წინ. იბრა მოედანზე დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა და ჯერ კარიერის დასრულებაზე არც ფიქრობს.

განვლილ წლებში მისი ხასიათის შესახებ არაერთხელ დაწერილა თუ თქმულა და ახლა წარმოგიდგენთ შვედი ფორვარდის ყველაზე ხმაურიან და სახალისო გამონათქვამეს, რომელიც შესაძლოა ბევრს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ თითოეული ფრაზის წარმოთქმის დროს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულაც არ ხუმრობდა...

როდესაც პსჟ-ს ტოვებდა:

“ხვალ ჩემი ბოლო მატჩია “პარკ დე პრენსზე” – აქ მოვედი, როგორც ღმერთი და მივდივარ როგორც ლეგენდა”.

BeinSport-თან ინტერვიუსას პსჟ-ში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე:

“ეიფელის კოშკის ნაცვლად ჩემი ძეგლი უნდა დაიდგას”.

როდესაც ზლატანი “მალმედან” “არსენალში” გადადიოდა, თუმცა არსენ ვენგერმა მისი აყვანა არ ისურვა. აი, რა უპასუხა მოგვიანებით მას იბრაჰიმოვიჩმა:

“ზლატანი არაა პროვინციელი”.

ინგლისის ნაკრებთან გატანილი “მაკრატელას” შემდეგ:

“თქვენ ასეთი მაგიური გოლების გატანა ვარჯიშებზეც არ შეგიძლიათ”.

“ლივერპულის” მცველ სტეფან ანშოზე:

“ჯერ წავედი მარცხნივ, ისიც გამომყვა. მერე მარჯვნივ და ისევ იგივე გააკეთა, შემდეგ კვლავ მარცხნივ გავაკეთე მოძრაობა და ის “ჰოთ დოგის” საყიდლად გაიქცა”.

იბრა არაორდინალურ სტილზე:

“ტაეკვანდოზე რომ შევსულიყავი, ოლიმპიადაზე სხვადასხვა მედლებს მოვიგებდი”.

ზლატანი სტილზე:

შვედური თუ სლავური სტილი? – არცერთი, ეს ზლატანის სტილია”.

იბრა შედარებებზე და მეტსახელებზე:

“არ მჭირდება მეტსახელი – თუ გსურთ შთაბეჭდილება, მიყურეთ თამაშისას”.

სისწრაფეზე:

“თუ შევიძენ პორშეს? – არა, ვიყიდი თვითმფრინავს. ის ბევრად სწრაფია.

ჟურნალისტისა და იბრას დიალოგი:

- ჟურნალისტი: ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს?

- იბრა: მხოლოდ ღმერთმა იცის.

- ჟურნალისტი: თუმცა, მისთვის კითხვა ცოტა გაჭირდება...

- იბრა: რატომ? – იგი ახლა თქვენს წინაშეა.

კითხვაზე თუ როგორ შეხვდა ახალწვეული ზლატანი “აიაქსში” თანაგუნდელებს:

“მე ზლატანი ვარ და თქვენ ვინ ჯანდაბები ხართ?!”

ჯონ კარუეზე:

იმას, რასაც კარეუ ბურთით აკეთებს, მე ფორთოხლით გავაკეთებ”.

პარიზზე:

“მე და ჩემი ოჯახი პარიზში ბინას ვეძებთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. ამიტომ, ალბათ, სასტუმროს შევიძენთ”.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ჩუქნის მეუღლეს:

“არაფერს – მას უკვე ჰყავს ზლატანი”.

ოგუჩი ონიევუსთან ჩხუბზე “მილანში” თამაშის დროს:

“მე და ონიევუ ახლოს ვიყავით ერთმანეთის დახოცვასთან”.

კარგი ფეხბურთელის შესაძლებლობებზე:

“მე 11 პოზიციაზე შემიძლია თამაში, რადგან კარგ ფეხბურთელს ყველაფერი უნდა შეეძლოს”.

2014 წლის მუნდიალი, რომელიც იბრას გარეშე დარჩა:

“მსოფლიო თასი ჩემს გარეშე არ ღირს არაფრად და არც ლოდინი ღირს მის სანახავად”.

პსჟ-ში გადასვლისას:

“მართალია, მე არ ვიცნობ ამ ლიგის ბევრ ფეხბურთელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის ჩემს შესახებ”.

დაბადებასა და გარდაცვალებაზე:

მე დავიბადე ბებერი და მოვკვდები ახალგაზრდა”...

ლივერპული   3 - 0    მიდლსბრო

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   2 - 0    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

უოტფორდი   0 - 5    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

არსენალი   3 - 1    ევერტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ლესტერი   1 - 1    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   0 - 1    სტოკი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   2 - 1    ვესტ ბრომვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   5 - 1    სანდერლენდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰალი   1 - 7    ტოტენჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარნლი   1 - 2    ვესტ ჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.410821