ფეხბურთი

18:10 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საჯარიმოების კაცი (+VIDEO)

საქართველოს ჩემპიონატში ხშირად როდი ნახავთ ორიგინალურ გოლებს. ვინ ჩივის გოლებს, როცა დასამახსოვრებელი, კრეატიული მოქმედებებიც იშვიათია, თუმცა ხანდახან ისეთები გამოერევა, მერე ვიდეოზე რამდენჯერმე რომ დაატრიალებ.

ჩვენს ჩემპიონატში საჯარიმოების საუკეთესო შემსრულებელი ლაშა შერგელაშვილია. “სამტრედიას” 24 წლის მარცხენა მცველმა გასულ ტურშიც მშვენიერი გოლი მიითვალა. 72-ე წუთი იყო, სამტრედიელები შინ “ზუგდიდს” ვერ უგებდნენ, კარიდან 33-35 მეტრის მოშორებით საჯარიმო დაინიშნა და შერგელაშვილმა ახლო ცხრიანში გაიტანა. ამ გოლის წყალობით, გია ცეცაძის გუნდი ერთპიროვნული ლიდერი გახდა თავის ჯგუფში.

შერგელაშვილს ადრეც არაერთი გოლი გაუტანია საჯარიმო დარტყმით. მაგალითად, ამ ზაფხულს ცაციათი ბრწყინვალედ ჩაუბზრიალა “გაბალას”. მართალია, საჯარიმო არ იყო, მაგრამ გავიხსენოთ, რა გოლი გაუტანა “გურიას”, როცა თბილისის “დინამოში” თამაშობდა.

0.146869