ფეხბურთი

16:53 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყენია ვარჯიშს დამდეგ კვირაში დაიწყებს

პრაღის “სლავიას” ქართველი ლეგიონერი ლევან ყენია მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც 25 წლის ფეხბურთელმა worldsport.ge-ს უთხრა, ტრავმა თითქმის მოიშუშა და ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

“ყველაფერი კარგად მიდის და ვარჯიშს ამ დღეებში დავიწყებ. ამის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად მალე ვიქნები სათამაშოდ მზად. რაც შეეხება ჩემს მომავალს “სლავიაში”, კონტრაქტი სეზონის ბოლოს მეწურება და ვნახოთ.

ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, რომელთანაც მუშაობის საშუალება ჯერ არ მქონია, იმედია, ყველაფერი კარგად წავა და მის არეალში მეც ვიქნები”, - თქვა ჩვენთან საუბარში ლევანმა.

შეგახსენებთ, ყენიას ტრავმის გამო თვეზე ოდნავ მეტი გაუცდა. იგი ბოლოს მოედანზე 18 აგვისტოს, ბრიუსელის “ანდერლეხტის” წინააღმდეგ იყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლევანი ჩეხურ გუნდში მესამე სეზონია რაც თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121753