ფეხბურთი

10:22 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები

23 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელმა, ლუკა ფერცულიანმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრები 19 ოქტომბერს გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

მერანი - კოლხეთი 1913
ჩიხურა - სამტრედია
დინამო თბ - ლოკომოტივი
სულორი - ტორპედო

სფფ-ის პრესსამსახური

0.130743