ფეხბურთი

21:54 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვან ბასტენი ფიფაში იმუშავებს

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ამიერიდან მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ უწყებაში, ფიფაში იმუშავებს. როგორც ცნობილი გახდა, 51 წლის “მფრინავი ჰოლანდიელი” დღეიდან ტექნიკური განვითარების მმართველი დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

მოგეხსენებათ, ვან ბასტენს ფეხბურთელობისას დიდებული კარიერა ჰქონდა და “ოქროს ბურთი” სამჯერ მოუგია, მერე კი ხელი სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო, მაგრამ ეს არცთუ წარმატებით გამოუვიდა. სხვადასხვა პერიოდში მარკო “აიაქსს”, “”ჰერენვეენს”, “ალკმაარსა” და ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111946