ფეხბურთი

18:58 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მერანი"-"რუსთავის" მატჩის შესახებ: სფფ-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტები კახა ჭუმბურიძე და ნიკა ჯღარკავა. ასევე, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებიც.

ფედერაციამ მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" მატჩის (2:1) ამსახველი ვიდეომასალა აჩვენა ჟურნალისტებს. ეს ვიდეო ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის (ხელმძღვანელი - ვახტანგ ბზიკაძე) მიერ დაწყებული გამოძიების დროს შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა.

ბევრს აინტერესებს ამ მატჩის მომენტები და ფედერაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ უეფას რაპორტით არ უსარგებლიათ. მათი თქმით, ამ ვიდეოდანაც ჩანს, რომ საქმე იყო გარიგებასთან. საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.

0.113079