ფეხბურთი

14:22 | 20.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას სეივი პრემიერლიგის საუკეთესო ხუთეულშია (+VIDEO)

რუსეთის პრემიერილიგის მეშვიდე ტურის ხუთ საუკეთესო სეივს შორის კვლავ მოხვდა გიორგის ლორიას სეივი. გამოცემა championat.com-ის ვერსიით, ქართველი კიპერის მიერ მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში ალან ძაგოევისთვის აღებული ბურთი მეხუთე ადგილზე გავიდა.

“არასრულყოფილად ითამაშა, მაგრამ ფეხზე სწრაფად წამოდგომა მოასწრო და თავიდან აიცილა საფრთხე ალან ძაგოევის დარტყმის შემდეგ”, - წერს გამოცემა.

აღნიშნული მატჩი “კრილია სოვეტოვმა” 1:2 წააგო და ვერ ვიტყვით, რომ გიორგიმ მაინცდამაინც მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ თამაშის მიწურულს თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან აშკარად იხსნა. საერთოდ, განვლილ 7 ტურში ლორიას სეივი გამორჩეულ მომენტებში შორის თითქმის ყოველჯერზე ხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114431