ფეხბურთი

23:55 | 19.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ალი 6 წლით დაიბევა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ტოტენჰემმა” წამყვანი ნახევარმცველ დელე ალის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “მამლების” ვებგვერდი გვამცნობს, ნიჭიერი შუახაზელი “უაით ჰერთ ლეინზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

დელე ალი “ტოტენჰემში” და ზოგადად დიდ ფეხბურთში ერთი წლის წინ გამოჩნდა და პირველივე სეზონში დიდებულად იასპარეზა. შარშან 20 ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 33 ჩატარებულ მატჩში 10 გოლის გატანა შესძლო, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე 5-ჯერ გავიდა და მეტოქეთა კარის აღებაც ერთხელ მოახერხა. გასულ ზაფხულს კი, ინგლისის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113477