კალათბურთი

22:37 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მონტენეგროდან დღეს ღამით დაბრუნდება
19 სექტემბერს ილიას ზუროსი და კალათბურთელები პრეს-კონფერენციას გეგმავენ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროდან თბილისში დღეს, 18 სექტემბრის ღამეს დაბრუნდება. პოდგორიცა-სტამბოლი-თბილისის რეისი თბილისის აეროპორტში 00:30 საათზე ჩამოფრინდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში მონტენეგროს სტუმრად 90:84 სძლიეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 19 სექტემბერს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართება. ჟურნალისტებს შეხვდებიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და გუნდის წევრები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125835