ფეხბურთი

18:25 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და ბეილი “ესპანიოლთან” მატჩს გამოტოვებენ

მადრიდის “რეალის” ორი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი, “ესპანიოლთან” ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა AS-ი “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. მადრიდელთა თავკაცის განცხადებით, პორტუგალიელს გრიპის ვირუსი შეეყარა, ხოლო უელსელს ფეხის ტრავმა აწუხებს.

“ფეხბურთელების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დავაყენებთ, ეს “რეალის” ყველა მოთამაშეს ეხება. სეზონი ახალი დაწყებულია და წინ ძალიან ბევრი მატჩი გველოდება, ამიტომ, გაუმართლებელ რისკზე წასვლა არ ღირს” - ამბობს ზიდანი.

მადრიდის “რეალი” “ესპანიოლს” 18 სექტემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114901