ფეხბურთი

19:46 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის მორიგი სუპერგოლი "სპარტაკში" (VIDEO)

ჯანო ანანიძის ბენეფისი გრძელდება - ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის სასტარტო მატჩში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ გოლსაც ხომ გააჩნია?!

70-ე წუთზე, როდესაც "სპარტაკი" სტუმრად "ორენბურგს" 2:1 ამარცხებდა, ქვინსი პრომესმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ჯანომ მიწაზე დაუშვებლად, ულამაზესი გოლი შეაგდო. ეს ქართველი ნახევარმცველის მეექვსე გოლია სეზონში (ოთხი პრემიერლიგაში, ერთი ევროპა ლიგაზე, ერთიც საქართველოს ნაკრებში) და აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი ერთი-მეორეზე უკეთესი იყო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ წინა ტურში მასიმო კარერამ ანანიძე სკამზე დატოვა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სანაკრებო პაუზით იყო გამოწვეული და დღეს მან მოედანზე 83 წუთი გაატარა. მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგას 7 ტურის შემდეგ 19 ქულით ლიდერობს.

0.112119