ფეხბურთი

16:51 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის სუპერთასს ტალინი უმასპინძლებს

2018 წელს ევროპის სუპერთასის მატჩს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებულთა დაპირისპირება A. Le Coq Arena-ზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, უეფამ სუპერთასის მატჩის სხვადასხვა ქალაქში ჩატარება სამი წლის წინ დაიწყო, მანამდე, 1998-2012 წლებში მასპინძელი მონაკო იყო. 2013 წელს სუპერთასის მატჩი პრაღაში გაიმართა, 2014 წელს კარდიფში, 2015 წელს თბილისში, 2016 წელს ტრონჰეიმში, მომავალ წელს თამაშს სკოპიე უმასპინძლებს, მერე კი ტალინი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113438