"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ტურინის "იუვენტუსთან" მოსაგებად გავა და აჩვენებს, რომ ტოპ კლუბებთან სხვაობა მცირეა.
"ვიცით, რომ ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით, ამიტომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. მინდა ჩემმა გუნდმა "იუვენტუსის" დონეზე ითამაშოს. შემადგენლობების მიხედვით სხვაობა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა და აჩვენებს, რომ ტოპ კლუბებს ბევრი არაფრით ჩამორჩება." - განაცხადა არგენტინელმა.







