ფეხბურთი

10:46 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" და "გლადბახის" დაპირისპირება დღეს გაიმართება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მანჩესტერ სიტის" და "გლადბახს" შორის "ეტიჰადზე" დღეს გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. გუნდებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ცუდი ამინდის გამო შეხვედრა არ შედგა.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. C ჯგუფში უკვე გაიმართა ერთი მატჩი, სადაც "ბარსელონამ" ნოუ კამპზე" "სელტიკი" 7:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125516