ფეხბურთი

16:57 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რებროვი: “იგუაინი? – “ნაპოლი” ახლა უფრო ძლიერია”

კიევის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში იტალიის ვიცე-ჩემპიონ “ნაპოლის” მასპინძლობს. თამაშამდე კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა, რომელმაც მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ იგი ახლა უფრო ძლიერია, ვირე შარშან იყო.

“ნაპოლიმ” დიდი ფეხბურთელი გაყიდა (გონსალო იგუაინი), მაგრამ ასევე შეიძინა ექვსი ფეხბურთელი და რაღა თქმა უნდა, ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და წარმატებაში ჩვენი პუბლიკა დაგვეხმარება. იტალიელები ბურთს კარგად ფლობენ და ჩვენზე ძლიერებიც არიან, ამიტომ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ დაცვაში არ ვიქნებით, როგორც “შახტართან” მეორე ტაიმში. ფეხბურთელებმა იციან, რომ კმაყოფილი ვიქნები თუ იგივე შეცდომებს არ გაიმეორებენ. მჯერა, რომ ჩემი შეგირდები დღეს კარგ ფეხბურთს ითამაშებენ”, - თქვა რებროვმა.

“დინამოსა” და “ნაპოლის” დაპირისპირება სტარტს დღეს 22:45 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118561