ფეხბურთი

13:25 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შუბერტი: “სიტი” ფავორიტია”

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი ანდრე შუბერტი ფიქრობს, რომ “მანჩესტერ სიტისთან” მის გუნდს თამამად მოქმედება სჭირდება. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ინგლისელებს მსოფლიოში გამორჩეული გუნდი ჰყავთ.

“ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და ამიტომ გაბედულად და მამაცად უნდა ვიმოქმედოთ 90 წუთის განმავლობაში. “ფრაიბურგთან” წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ორი განსხვავებული მატჩი იქნება და ამასთან, შეუძლებელია ყველა თამაში მოიგო. რა თქმა უნდა, “სიტი” ფავორიტია – იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დიდებული მწვრთნელი ხელმძღვანელობს”, - თქვა შუბერტმა.

“სიტი” დღეს “ეტიჰად სთედიუმზე” დაუხდვება “გლადბახს” და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118298