კალათბურთი

23:50 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დევისმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო

“ნიუ ორლეანის” ლიდერმა ენტონი დევისმა მუხლის და მხრის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა, აღნიშნუნლ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კალათბურთელი ნბა-ს დაწყებას ჩვეულ ფორმაში შეხვდება. ახალ სეზონში დევისს პარკეტზე ყოფნის განუზომელი დრო მიეცემა, მას მწვრთნელი სრულ კარტბლანშს მისცემს.

შეგახსენებთ, რომ დევისმა მუხლის და მხრის ტრავმა რამდენიმე თვის წინ მიიღო, მხარზე ოპერაცია გაიკეთა და როგორც ჩანს სარეაბილიტაციო პროცესმა წარმატებით ჩაიარა.

ნბა-ს 2016/2017 წლების სეზონი 25 ოქტომბერს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114707