ფეხბურთი

17:14 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკი" VS "რეინჯერსი" - "ოლდ ფირმის" მოლოდინში (VIDEO)

“ოლდ ფირმი”, ანუ გლაზგოს დერბი ბევრისთვის ყველაზე მიმზიდველი სანახაობაა ერთ ქალაქის გუნდთა დაპირისპირებებში. საერთოდ, “სელტიკის” და “რეინჯერსის” მატჩს ქომაგები დანატრებულნი არიან, გასაგები მიზეზის – “რეინჯერსის” ქვედა ლიგებში მოგზაურობის გამო.

მართალია, ეს კლუბები გაზაფხულზე ერთმანეთს შოტლანდიის თასზე გადაეყარნენ და მაშინ დიდებული სანახაობაც დადგეს, რომელიც “რეინეჯრებმა” მოიგეს, თუმცა, სულ სხვა გემო აქვს, როდესაც “სელტიკი” – “რეინჯერსი” უკვე პრემიერლიგის (გნებავთ, პრემიერშიპის) ეგიდით იმართება. ჰოდა, ხვალ, 10 სექტემბერს, “სელტიკ პარკზე” “ოლ ფირმი” ბრუნდება, “სელტიკი” – “რეინჯერსია” მეგობრებო...

ჩვენთვის უდაოდ საამაყოა, რომ გლაზგოს დერბიში ორ ქართველს, შოთა არველაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. მეტიც, მატჩის გმირებიც გამხდარან. 2004 წელს, შოტლანდიის ლიგის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში “აიბროქსზე” “სელტიკი” იგებდა კარგა ხანს, როდესაც ალექს მაკლიშმა საქმეში არველაძე ჩართო – ქართველმა ჯერ მეტოქეს ბურთი აართვა და საგოლე შეტევა წამოიწყო, რომელიც დადო პრშომ დააგვირგვინა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც “რეინჯერსმა” იმძლავრა, იმძლავრა მე-100 წუთზე შოთას იმ გოლით, რომლის ხილვის შესაძლებლობაც მოცემულ ვიდეოში გაქვთ...

0.113875