ფეხბურთი

15:27 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავამ ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. როგორც ფრანგული “რეიმსის” ვებგვერდი გვამცნობს, 29 წლის ნახევარმცველმა გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

მოგეხსენებათ, “რეიმსი” ჯაბას გასხვისებას გეგმავდა, მაგრამ სასურველი წინადადება ვერ მიიღო და საბოლოოდ, კანკავასაც საფრანგეთში დარჩენა მოუწია. ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რის გამოც კარგა ხნის უვარჯიშებელი იყო.

სწორედ ამიტომ, იგი საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარა ავსტრიასთან მატჩში. სხვათა შორის, ჯაბა გუნდთან ერთად იყო, უბრალოდ თამაშს ფიზიკურად ვერ შესძლებდა და იგი ვლადიმირ ვაისს სანაკრებო შემადგენლობაში არც შეუყვანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113108