ჩოგბურთი

14:03 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მურატოღლუ: “სერენამ ტრავმის გამო წააგო”

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში სერენა უილიამსი ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან 2:6, 6:7 დამარცხდა. მატჩის დამთავრების შემდეგ სერენას მწვრთნელმა პატრიკ მურატოღლუმ აღნიშნა, რომ მის შეგირდს მუხლის ტრავმა აწუხებდა და ეს მარცხიც დაზიანებით იყო გამოწვეული.

“ნახევარფინალური შეხვედრის წინა საღამოს სერენას მარცხენა მუხლის ტრავმა აწუხებდა, რამაც საბოლოოდ შედეგზე გავლენა იქონია. უილიამსი 20 პროცენტით ნაკლებად რომ შეეწუხებინა ტკივილს, ის ორ სეტში მოიგებდა. რთულია როცა ასეთი ტრავმა გაქვს, კორტზე გადაადგილება გიჭირს და მოგებაზე იფიქრო”- განაცხადა მურატოღლუმ.

მატჩისშემდგომ სერენამ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრავმამ მასზე ფსიქოლოგიური გავლენა უფრო მოახდინა, ვიდრე ფიზიკური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111258