ფეხბურთი

16:53 | 7.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ბეილის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევის გარეტ ბეილის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც ესპანური გამოცემა OK Diario იუწყება, ინგლისელები 27 წლის ფეხბურთელს წელიწადში 16.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

"წითელმა ეშმაკებმა" ამ ზაფხულს სატრანსფერო რეკორდი დაამყარეს და ტურინის "იუვენტუსს" პოლ პოგბას სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. კლუბს ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჰყავს და მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის მიზანი პრემიერლიგის მოგებაა. ამის გათვალისწინებით, მომავალი სეზონისთვის კლუბი ბეილით გაძლიერებას ეცდება.

ასევე ცნობილია, რომ "ბლანკოსი" ბეილისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს და ხელფასის გაზრდაც უნდა. გარეტი "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 125 მატჩში 60 გოლი აქვს გატანილი, ასევე 46-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108981