ჩოგბურთი

20:45 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის შემდეგ, თელავში

საქართველოში საჩოგბურთო ტურნირები გრძელდება. მიმდინარე კვირას ბათუმმა 10-ათასიან შეჯიბრს უმასპინძლა, რომელშიც მარიამ ბოლქვაძემ იმარჯვა, ახლა კი, ჯერი თელავზე მიდგა, სადაც უფრო პრესტიჟული (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ტურნირი შედგება.

ძირითად ბადეში პირდაპირ 6 ქართველი გოგონაა დაშვებული. ეკატერინე გორგოძეს პირველი განთესვა აქვს და ძალებს უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიასთან მოსინჯავს. სოფო ქვაცაბაია რუს ანასტასია ფროლოვას ეთამაშება, მარიამ ბოლქვაძე – ბოსნიელ დეა ჰერძელასს, ანა მაქაცარია – რუს დარია ლოდიკოვას, მარიამ დალაქიშვილი – რუს ოლგა დოროშინას, ხოლო ანა ახალკაცი – რუს ნათელა ძალამიძეს.

ძირითად ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა თათია მიქაძე, რომელიც ახლა მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ ვალერია სტრახოვას ეთამაშება. სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ვერ დასძლიეს ლიზი მორგოშიამ, ლანა კენჭიაშვილმა, ნინო მემიშიშიმ და ანა შანიძემ.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია რუმინელ ბუზარნესკუს და ყირგიზ პალკინა ულუკანს გაეჯიბრებიან, კენჭიაშვილი და შანიძე რუსებს – კომარდინას და მონოვას ეთამაშებიან, ხოლო მიქაძე და საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ძალებს დალაქიშვილთან და რუს კარდავასთან მოსინჯავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16004