ფეხბურთი

16:28 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლას ზაფხული

მინო რაიოლამ ამ ზაფხულს 31 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ცნობილ იტალიელ აგენტს ბარაქიანი პერიოდი ჰქონდა და ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამსახურებაა: თავად განსაჯეთ, მარტო პოლ პოგბას ტრანსფერის მეშვეობით, 20 მილიონი ევრო აიღო.

გარდა ამისა, რაიოლამ 8 მილიონი ევრო იშოვა ჰენრიხ მხითარიანის "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით. სატრანსფერო თანხამ 42 მილიონი შეადგინა, აქედან 8 მილიონი იტალიელს დარჩა.

კიდევ 3 მილიონი ევრო კი საკომისიო სახით მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით. "იბრა" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა მანკუნიანელებში. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, რაიოლამ კიდევ განახორციელა წვრილ-წვრილი ტრანსფერები და დამატებით იქიდანაც იშოვიდა თანხას, თუმცა 31 მილიონი ევრო დადასტურებული ამბავიაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122544