ფეხბურთი

20:38 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორატა სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ალვარო მორატა ბელგიასთან სტუმრად მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:0) სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და ლიხტენშტეინთან თამაშისთვის მზადებას განაგრძობს.

ფეხბურთელმა პირველ ტაიმში ფეხი დაიზიანა და შეცვლა ითხოვა. როგორც ხულენ ლოპეტეგიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მორატას კუნთის დაზიანება ეგონა და შეცვლა ითხოვა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ალვარომ ფეხის დაჟეჟილობა მიიღო, სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზად იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112051