ფეხბურთი

10:29 | 2.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ ურუგვაის აჯობა, მესი გოლით დაბრუნდა (VIDEO)

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გოლით და გამარჯვებით აღნიშნა. არგენტინელებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩი ურუგვაისთან საკუთარ მოედანზე გამართეს და 1:0 იმარჯვეს. მესიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 43 წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით არგენტინის ეროვნული ნაკრები სამხრეთამერიკულ შესარჩევს 14 ქულით სათავეში ჩაუდგა, 7 ტურის შემდეგ 13 ქულით მას კვალში უდგანან ურუგვაის, კოლუმბიისა და ეკვადორის ნაკრებები.

ამავე ტურში დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო სტუმრად გამართულ მატჩში ბრაზილიამ ეკვადორს და 12 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი

სამხრეთ ამერიკა

მე-7 ტური

ბოლივია - პერუ 2:0

კოლუმბია - ვენესუელა 2:0

ეკვადორი - ბრაზილია 0:3

არგენტინა - ურუგვაი 1:0

პარაგვაი - ჩილე 2:1

1. არგენტინა 7 4 2 1 7:4 14
2. ურუგვაი 7 4 1 2 12:5 13
3. კოლუმბია 7 4 1 2 11:8 13
4. ეკვადორი 7 4 1 2 12:10 13
5. ბრაზილია 7 3 3 1 14:8 12
6. პარაგვაი 7 3 3 1 9:7 12
7. ჩილე 7 3 1 3 13:12 10
8. ბოლივია 7 2 0 5 9:13 6
9. პერუ 7 1 1 5 6:14 4
10. ვენესუელა 7 0 1 6 7:19 1
Loading...
0.153164